რუსეთის ჯარებმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში უკრაინაზე კიდევ ერთი მასშტაბური თავდასხმა განახორციელონ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან უსაფრთხოების წესები.

"შესაძლებელია მასშტაბური დარტყმა, რუსებმა ის მოამზადეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ თავიანთი ამოცანების შესრულებას და მზად არიან შესაძლო თავდასხმების მოსაგერიებლად.

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები მზად არიან 24/7, მაქსიმალურად არსებული მარაგებით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამავდროულად, ზელენსკიმ მოუწოდა მოქალაქეებს, ყურადღება მიაქციონ გამაფრთხილებელ სირენებს და საფრთხის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეძებონ თავშესაფარი.