უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 667 630 (+1290) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 12.10.24-მდე: ტანკები – 8962 (+9), ჯავშანტექნიკა – 17 827 (+27), საარტილერიო სისტემები – 19 381 (+59), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1230 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 976 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 329 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 16 947 (+110), ფრთოსანი რაკეტები – 2619 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 26 513 (+115), სპეციალური ტექნიკა – 3434 (+38).