უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 520 850 (+1100) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 11.06.24-მდე: ტანკები - 7902 (+23), ჯავშანტექნიკა - 15 176 (+32), საარტილერიო სისტემები - 13 690 (+46), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1099 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 845 (+5), თვითმფრინავები - 359 (+1), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 11 023 (+13), ფრთოსანი რაკეტები - 2278 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 28 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 18 676 (+58), სპეციალური ტექნიკა -  2288 (+21).