ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ გლობალური უსაფრთხოების მომავალი დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგზე, მდგრადი მშვიდობის მისაღწევად კი აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა.

მისი თქმით, რუსეთი აჩქარებს დესტაბილიზაციის კამპანიას ინტერნეტკაბელებზე თავდასხმების, მკვლელობის მცდელობების და ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ დივერსიული აქტების გზით.

"ჩვენ არ ვართ საომარ მდგომარეობაში (რუსეთთან), მაგრამ არც მშვიდობიან მდგომარეობაში ვართ“, - განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ შეშფოთებულია ევროპაში უსაფრთხოების ვითარებით. მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს თავდაცვის ინდუსტრია, ნატომ კი მოკავშირეებს შორის ბარიერებს უნდა აარიდოს თავი.

რუტემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული და გლობალური უსაფრთხოების მომავალი უკრაინის ომის შედეგზეა დამოკიდებული" და მოუწოდა ნატოს ევროპელ მოკავშირეებს, გაზარდონ სამხედრო მხარდაჭერა კიევისთვის.

"არ ვიცი როგორ და როდის დასრულდება ომი, მაგრამ ვიცი, რომ მშვიდობა არ გაგრძელდება, თუ პუტინი თავის მიზნებს მიაღწევს უკრაინაში... მშვიდობა არ გაგრძელდება, თუ პუტინი, სი ძინპინი, კიმ ჩენ ინი და რეჟიმი თეირანში თავს უფრო ძლიერად იგრძნობენ", - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.