თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი მსახიობ გიორგი ჩაჩანიძის დაკავების გამო ყველა აქტივობას აჩერებს.

"თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას!

ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს.

მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნეს წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ!

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს დაგეგმილი ჰქონდა აქტივობების განახლება ქვეყანაში არსებული პროტესტის ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დაკავებულია, თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას", - აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.