გარდაიცვალა გიორგი ახობაძის დედა, რომელსაც ის დაკავებამდე მარტო უვლიდა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბორის ყურუა ავრცელებს.

"ნარკოტიკი ჩაუდეს და ციხეში გაუშვეს ექიმი, რომელიც ავადმყოფ დედას უვლიდა.

დედა გარდაიცვალა, შვილი ციხეშია, ისიც არ ვიცით დაკრძალვაზე დასწრების უფლებას მისცემენ თუ არა.

ამ საქმის დამკვეთები და შემსრულებლები მშვიდად დასეირნობენ, კაცობაზე, ადამიანობაზე და ქართველობაზე გველაპარაკებიან.

თითქოს არაფერი ისეთი არ უქნიათ, ვერც იაზრებენ ალბათ, რამხელა ტკივილი მიაყენეს ხალხს.

საბოლოოდ გიორგი ახობაძის უდანაშაულობა დამტკიცდება და ეს ღორისშვილები ციხეში ამოლპებიან", - წერს ყურუა.

პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე, ექიმი გიორგი ახობაძე გასული წლის 7-8 დეკემბრის ღამეს დააკავეს.