აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსება გამოყოს, - ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების თქმით, შესაძლო ახალი დაფინანსების წყარო უკრაინისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტრამპს აქვს ხელთ 3.85 მილიარდი დოლარი, რომელიც დარჩა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სამხედრო ხარჯების შემცირების უფლებამოსილებიდან. ეს თანხა, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო ტექნიკის გასაგზავნად.

როგორც მედია წერს, კიევისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსების კიდევ ერთი შესაძლო გზა შეიძლება იყოს, დაახლოებით, ხუთი მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია, თუმცა ჯერ არც ტრამპს და არც ბაიდენს არ უსარგებლიათ ამ მექანიზმით.