უკრაინამ კანადისგან 1,7 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლიდან მიღებული თანხებია, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი სოციალურ ქსელში წერს.

"მადლობელი ვარ კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის და ამ პროგრამაში ჩართული ყველა ადამიანის. ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვაიძულებთ რუსეთს, გადაიხადოს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის. ეს თანხა საჭიროა აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადასახდელად და ჩვენი სახელმწიფოს აღსადგენად. ეს, ასევე, იქნება სამართლიანობის აქტი მომავალში აგრესიული ომების თავიდან ასაცილებლად“, – წერს შმიგალი.

მისივე თქმით, ასევე იქნება სამართლიანობის აქტი მომავალში აგრესიული ომების თავიდან ასაცილებლად.