"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას წყვეტს. ამის შესახებ მან პარლამენტთან პარტიებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

8 პოლიტიკური პარტია აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. 

ელენე ხოშტარიასთან ერთად პარლამენტთან გედევან ფოფხაძე და 4 აქტივისტი შიმშილობდნენ, რომლებიც სავარაუდოდ, ასევე, შეწყვეტენ შიმშილობას.