"ნაციონალური მოძრაობა“ მიესალმება ყველა ერთიანობას, სადაც არანაირ ლეგიტიმაციას რეჟიმს არ მივცემთ, ამიტომაც „ნაციონალი მოძრაობა“ იქნება ყველა იმ ერთობაში, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც ჩვენ რეჟიმს არ მივცემთ დიქტატურის გამყარების საშუალებას. ბრძოლა ბოლომდე! - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციის საერთო განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ნაციონალური მოძრაობა" მიესალმება იმ ერთიანობას, რომელიც გახდა საფუძველი ელენე ხოშტარიას მიერ შიმშილობის შეწყვეტის. თავიდან, რა თმა უნდა, ეს იყო მნიშვნელოვანი, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო მკაფიო, ერთიანი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან დიდი ხანია, გვაქვს გაცხადებული პოზიცია, რომ არანაირ ლეგიტიმაციას, არანაირ ნორმალიზაციას ამ რეჟიმს არ მივცემთ, რადგან ამ ქვეყანაში აღარ ტარდება არჩევნები, ამაზე ყველა ივანიშვილის წინააღმდეგ მებრძოლი პარტია იყო შეთანხმებული და ეს შეთანხმება არ უნდა იქნეს დარღვეული.

უკან დასახევი არაფერი ჩვენ არ გვაქვს, უკან დასახევი აქვს რეჟიმს, ამიტომაც "ნაციონალი მოძრაობა“ იქნება ყველა იმ ერთობაში, ბრძოლის წინა ხაზზე, სადაც ჩვენ რეჟიმს არ მივცემთ ნორმალიზების, სულის მოთქმის და დიქტატურის გამყარების საშუალებას, ამიტომ ბრძოლა ბოლომდე, სპეცოპერაციაში მონაწილეობა არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ უნდა მიიღოს და დარწმუნებული ვარ, ყველასთვის კარგი გაკვეთილი იქნება, რომ შემოუერთდეს იმ რეალურ ერთობას, რომელიც შეიძლება შეიქმნას წინააღმდეგობის მოძრაობაში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

8 ოპოზიციური პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.