მელიტოპოლის მახლობლად, მზვერავებმა რუსული სამხედრო მატარებელი ააფეთქეს. ამგვარად, მათ მოახერხეს ოკუპანტების ლოგისტიკის ჩაშლა, - ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

"31 მაისის ღამეს, ზაპოროჟიეს ოლქის მელიტოპოლის ოლქში, დროებით ოკუპირებულ დასახლება აკიმოვკას მახლობლად, რკინიგზის მონაკვეთზე აფეთქება მოხდა - აფეთქებულია რუსი ოკუპანტების სამხედრო მატარებელი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სადაზვერვო სამსახურის ცნობით, "სატვირთო მატარებელი“ დროებით ოკუპირებული ყირიმისკენ მიემართებოდა.

"რკინიგზის ლიანდაგზე აფეთქების შედეგად, საწვავის ავზებით და სატვირთო ვაგონებით დატვირთული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ზაპოროჟიეს ოლქისა და ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოველების ძირითადი ლოგისტიკური არტერია დაზიანდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც აღინიშნა, რკინიგზაზე ხმაურის შემდეგ რუსეთის ეროვნული გვარდიის პატრული დასახლებების გარშემო დახეტიალობს.

"საკონტროლო პუნქტებზე შემოწმება განსაკუთრებით მკაცრია ყველა შესული ან გამომავალი პირის მიმართ“, - აღნიშნავს დაზვერვის მთავარი დირექტორატი.