უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა.

მის კანდიდატურას 289 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ერთი, შვიდმა თავი შეიკავა.

14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ იულია სვირიდენკოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა. 16 ივლისს კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს სერგეი კორეცკის კანდიდატურა წარუდგინა.