უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ უახლესი რუსული თვითმფრინავი სუ-57 გაანადგურა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა, - ინფორმაციას  უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

"8 ივნისს რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქის ახტუბინსკის აეროდრომის ტერიტორიაზე, რომელიც საბრძოლო ხაზიდან 589 კილომეტრშია, აგრესორი სახელმწიფოს მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-57 განადგურდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაზვერვის მონაცემებით, ამას მოწმობს მტრის აეროდრომზე გაჩერებული თვითმფრინავის სატელიტური სურათები.

როგორც სადაზვერვო მთავარი სამმართველო აღნიშნავს, სუ-57 რუსეთის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელია და რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს ექსპლუატაციაში მხოლოდ რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი ჰყავს.

"ეს არის სუ-57-ის განადგურების პირველი შემთხვევა", - აცხადებენ დაზვერვაში.