უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 555 620 (+1110) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 11.07.24-მდე: ტანკები - 8182 (+2), ჯავშანტექნიკა - 15 732 (+17), საარტილერიო სისტემები - 15 110 (+59), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1119 (+4).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 886 (+3), თვითმფრინავები - 361 (+0), ვერტმფრენები - 326 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 11 009 (+36), ფრთოსანი რაკეტები - 2392 (+3).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 28 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 20325 (+56), სპეციალური ტექნიკა - 2535 (+4).