უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1036290 (+1230) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 15.07.25-მდე: ტანკები – 11022 (+3), ჯავშანტექნიკა – 22993 (+6), საარტილერიო სისტემები – 30346 (+52), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1440 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1194 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 45880 (+245), ფრთოსანი რაკეტები – 3491 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 55147 (+122), სპეციალური ტექნიკა – 3932 (+0).

გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 185 საბრძოლო შეტაკება მოხდა.