უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 273460 (+520) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 19.09.2023-მდე: ტანკები - 4628 (+5), ჯავშანტექნიკა - 8851 (+17), საარტილერიო სისტემები - 6062 (+35), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 778 (+2).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 526 (+1), თვითმფრინავები - 315 (+0), ვერტმფრენები - 316 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 4784 (+15), ფრთოსანი რაკეტები - 1479 (+17). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 20 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0).
 
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი -  8601 (+30), სპეციალური ტექნიკა - 903 (+2).