29 მაისის ღამეს, უკრაინაში რუსეთის ჯარებმა 40-მდე ფრთოსანი რაკეტა და დაახლოებით 35 დრონი გაუშვეს. ამასთან, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 37 რაკეტა, 29 თავდასხმითი დრონი და ერთი სადაზვერვო დრონი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

"ამ ღამით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინის სამხედრო ობიექტებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ფრთოსანი რაკეტებითა და თავდასხმითი დრონებით“, - წერს ზალუჟნი.

მისი თქმით, დამპყრობლებმა კასპიის ზღვის რეგიონიდან ცხრა ტუ-95მს სტრატეგიული თვითმფრინავიდან 40-მდე Kh-101/Kh-555 ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს.

"ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მტერმა შეტევა განახორციელა ირანული შაჰედ-136/131 უპილოტო საფრენი აპარატებით. ჯამში დაახლოებით 35 თავდასხმის დრონი", - განაცხადა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 67 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს.

ღამით რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ მასიურად დაბომბა უკრაინის მშვიდობიანი ქალაქები. მტერმა მიმართა კომბინირებულ შეტევას რაკეტებისა და "შაჰედის" დრონების გამოყენებით.