უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზადაა, მშვიდობისთვის თანამდებობა დატოვოს.

პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, მზად არის თუ არა პრეზიდენტის პოსტი დატოვოს, მან უპასუხა, რომ მშვიდობის სანაცვლოდ თანამდებობის დასატოვებლად მზად არის.

"თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობას ნიშნავს, თუ თქვენ ძალიან გჭირდებათ, რომ მე დავტოვო ჩემი თანამდებობა, მაშინ მზად ვარ. მეორე ამბავი – შემიძლია, ეს ნატოზე გავცვალო, თუ ასეთი პირობები არსებობს. პირდაპირ ვამბობ, რომ ამაზე დიდხანს არ ვისაუბროთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ის ახლა უკრაინის უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული და არა 20 წლის შემდეგ, და არ აპირებს ხელისუფლებაში დარჩენას ათწლეულების განმავლობაში.

"ვფიქრობ, ნატო ყველაზე იაფი ვარიანტია და ეს ასეა, ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ვინ უჭერს მხარს ან არა, ეს თემა მაგიდაზეა. და უსაფრთხოების გარანტიებისა და მოლაპარაკებების ფარგლებში ესეც იქნება. არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს მოლაპარაკებები, მაგრამ ეს საკითხი აუცილებლად განიხილება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ეს საკითხი პარტნიორებთან ერთად განიხილება.

"აქ მნიშვნელოვანია ყველას გვესმოდეს - ეს არ არის მოლაპარაკების მაგიდა, რომელზეც უკრაინაა მიწვეული. ეს არის ჩვენი მაგიდა, რადგან ომი უკრაინაში გრძელდება. ჩვენ ვიწვევთ ევროპელ ლიდერებს, რადგან ომი ჩვენს მიწაზე მიმდინარეობს. ჩვენ ამ კონტინენტის ნაწილი ვართ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.