უკრაინა საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემების შექმნაზე მუშაობს, კერძოდ, საუბარია Patriot-ის ანალოგებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას ჯერ კიდევ არ მიუღია Patriot-ის ყველა სისტემა, რომელსაც პარტნიორები დაჰპირდნენ გასული წლის ივლისში ვაშინგტონში ნატოს სამიტის დროს.

"ჩვენ ვმუშაობთ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე და ვმუშაობთ უკრაინულ ანალოგებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.