უკრაინის თავდაცვის ძალებმა გუშინ ღამით რუსეთში რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს, მათ შორის სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალი, კრონშტადტის საჰაერო ბაზის ობიექტები და ტამბოვის რეგიონში მდებარე საწარმო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ღამის ოპერაციას შეუერთდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უპილოტო სისტემების ძალების, სპეციალური ოპერაციების ძალების, მთავარი სადაზვერვო დირექტორატისა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ჯარები.

დარტყმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სანქტ-პეტერბურგის ნავთობტერმინალი იყო. ზელენსკის თქმით, უკრაინის სახელმწიფო საზღვრიდან ამ ობიექტამდე მანძილი დაახლოებით 1100 კილომეტრია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტერმინალი რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის ნაწილია, რომელიც ომისთვის გამოიყენება.

მეორე სამიზნე კრონშტადტის ბაზაზე სამხედრო ობიექტები იყო. მესამე სამიზნე ტამბოვის რეგიონში რუსული იარაღის წარმოებით დაკავებული ობიექტია. ის ფრონტის ხაზიდან თითქმის 600 კილომეტრში მდებარეობს.

"მადლობა ჩვენს ჯარისკაცებს სიზუსტისთვის. უკრაინის გრძელვადიანი სანქციების გეგმა ზუსტად ისე ხორციელდება, როგორც საჭიროა მშვიდობის დასამყარებლად“, - განაცხადა ზელენსკიმ.

3 ივნისის ღამეს, დრონებმა სანქტ-პეტერბურგის პორტში ნავთობტერმინალს თავს დაესხნენ, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. სს "პეტერბურგის ნავთობტერმინალი“ რუსეთის ჩრდილო-დასავლეთით ყველაზე დიდი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის კომპლექსია.