დღეს, 3 ივნისს  12:00 საათზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან. 

"ჩვენი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: ჩვენ ვითხოვთ დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების შემოტანას, რომლებიც ანელებენ დაავადების პროგრესს და ზრდიან სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ჩვენ გვაქვს იმედი, რომ სახელმწიფო მიიღებს სწრაფ ზომებს ჩვენი ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად", - აცხადებენ მშობლები.