უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანდრეი ერმაკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

28 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერმაკმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა მას შემდეგ, რაც მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ერმაკის გადადგომის შედეგად ცვლილებები იგეგმება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

"რუსეთს ნამდვილად სურს, რომ უკრაინამ შეცდომები დაუშვას. ჩვენი მხრიდან შეცდომები არ იქნება. მე არ მსურს, რომ ჩვენს პარტნიორებს კითხვები ჰქონდეთ უკრაინასთან მიმართებით. გადაწყვეტილება მიღებულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.