თბილისში საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ თსუს-ს პირველი კორპუსიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის  ძველი შენობიდან მიემართებიან.

ორი მსვლელობა ფილარმონიასთან შეერთდა.

დღევანდელ აქცია-მსვლელობას სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად  ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეუერთდნენ.

საქართველოს მასშტაბით პროტესტი 2024 წლის 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე აღარ განიხილებოდა, რასაც მოქალაქეების მძაფრი რეაქცია და აქციები მოჰყვა.