"მთავარი არხის" წყაროს ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წევრები, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული აბუ-დაბის სასტუმროდან პოლიციის თანმხლებით გამოიყვანეს და პოლიციისვე მანქანაში ჩასვეს.

თავდასხმის დროს დაზარალებული ლაშა გაბიტაშვილი, ოლიგარქის პარტიის წევრების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს და მან შესაბამისი ჩვენება უკვე მისცა.

აბუ-დაბის კანონმდებლობის მიხედვით, "ქართული ოცნების" დეპუტატებს ან თავისუფლების აღკვეთა ან დიდი ოდენობით ჯარიმა ემუქრებათ. როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში თუ აბუ-დაბის პოლიციამ საქმე ჯგუფური ძალადობის მუხლით აღძრა, "ოცნების" წევრებს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, თუ ამ მუხლს დაემატება სხეულის დაზიანების მუხლიც, მაშინ სასჯელს დაემატება კიდევ ერთი ვადა, რომელიც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, თუ საქმე აღიძრა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაზეც, ჯარიმა იქნება 5 000 - 50 000 დირჰამი, რაც დაახლოებით 13 000 აშშ დოლარია. ამასთან, თუ საქმე აღიძრა ქონების დაზიანებაზე [თეფშის სროლა და ა.შ.] უნდა მოხდეს ზიანის ანაზღაურება და ჩართული პირები დაჯარიმდებიან 50 000 დირჰამით. საერთო ჯამში, თუ გამოძიება სისხლის სამართლის წესით დაიწყო საქართველოს პარლამენტის არალეგიტიმური წევრების წინააღმდეგ, მაშინ მათ 5-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.