არგუმენტების უგულებელყოფით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება და შეუფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, რისი გამოყენების საფუძველიც არ არსებობდა, - ამის შესახებ მზია ამაღლობელის უფლებადამცველმა პაატა დიასამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ შეიძლება, გამოყენებულიყო გირაო.

"ყველა ის არგუმენტი, რაც ბრალდების მხარეს ჰქონდა მოყვანილი -  მტკიცებულებების განადგურების, მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, ფაქტობრივად, ყველანაირ არგუმენტზე ვუპასუხეთ ბრალდების მხარეს და არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო ყველაზე მკაცრი სასჯელი, მით უმეტეს, როცა ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, თუ რატომ არ შეიძლება, გამოყენებულიყო გირაო. 

ამ არგუმენტების უგულებელყოფით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება და შეუფარდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, რისი გამოყენების საფუძველიც არ არსებობდა", - განაცხადა უფლებადამცველმა პაატა დიასამიძემ. 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ “ბათუმელების” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა.