რეზოლუციაზე უკვე ბრიტანელმა 15-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი სხვადასხვა პარტიებიდან. დიდმა ბრიტანეთმა რომ მიიღოს ეს სანქციები, ევროპა აღარ იქნება საჭირო, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა ფინანსურმა სისტემებმა თქვეს, რომ ივანიშვილი ტოქსიკურია.

"რეზოლუციაზე უკვე ბრიტანელმა 15-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი სხვადასხვა პარტიებიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი ბრიტანული პოლიტიკური სპექტრიდან არის დიდი მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვს. 

ყველა საუბრობს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე, რომ რამდენად შესაძლებელია სანქციების დაწესება, როცა ვიქტორ ორბანი და სლოვაკეთი ამ სანქციებს ბლოკავს. სინამდვილეში, დიდმა ბრიტანეთმა რომ მიიღოს ეს სანქციები, ევროპა აღარ იქნება საჭირო და მხოლოდ ფორმალობად დარჩება, იმიტომ, რომ როცა დასანქცირებული ხარ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში, ანუ, მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა ფინანსურმა სისტემებმა თქვეს, რომ შენ ტოქსიკური ხარ, აღარავინ ითანამშრომლებს შენთან", - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.