ამის მიზანია პასუხისმგებლობის არიდება, ასე რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობის ისეთი ტვირთის აკიდება კობახიძისთვის, რომ მერე მისი გაპრესვა და ანგარიშის წაყენება გაიოლდეს. ამას დრო აჩვენებს, -  ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე საკადრო ცვლილებებზე განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილი კობახიძეს აკისრებს პასუსისმგებლობას.

"ქართულ ოცნებაში" პერმანენტული კრიზისია. ეს არ არის სიახლე, რაც შეეხება ამ გადაადგილებებს, ამ გადაადგილებულებს, რა თქმა უნდა, აქვს სისტემური ხასიათი. ბიძინა ივანიშვილი ახლა, ბოდიში ჟარგონს გამოვიყენებ, ტენის მთელ პასუხისმგებლობას მიმდინარე პროცესებზე კობახიძეს ანუ, მის კადრებს ასე, რომ ვთქვათ აკომპლექტებინებს ყველაზე სენსიტიურ მიმართულებებს. კობახიძე იღებს ფორმალურ პასუხისმგებლობას პროცესებზე მთლიანობაში, რაც ჩემი აზრით, მისთვის ძალიან მძიმედ შეიძლება დასრულდეს. 

ამის მიზანია პასუხისმგებლობის არიდება, ასე რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობის ისეთი ტვირთის აკიდება კობახიძისთვის, რომ მერე მისი გაპრესვა და ანგარიშის წაყენება გაიოლდეს.  ამას დრო აჩვეენებს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.