ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას შვიდი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ცენტრალურ გზაზე მოხდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.