პარტია "ხალხისთვის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე პარტიების გაერთიანების საკითხს ეხმაურება.

"მეგობრებო, გვესმის გაერთიანების შესახებ მოწოდებები, ძირითადად "ნაციონალების" რომელიმე ფრთიდან. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ თავად "ნაციონალები" გვიჩვენებენ კარგ მაგალითს და გაერთიანდებიან. ათას წვრილმანად დაშლილები თუ მოახერხებენ დიალოგს და გაერთიანებას, ეს კარგი მაგალითი იქნება. წესით არ უნდა გაჭირდეს", - წერს ანა დოლიძე.