ვინ არის ის, ვინც გილაურთან მიგიყვანა? თუ არ იტყუები, ამის თქმის გამბედაობაც უნდა გეყოს. მე ვიცი, ვის გულისხმობ. და ისიც ვიცი, რატომ შეიძლება, ძალიან ცუდ ბუმერანგად დაგიბრუნდეს ამ ადამიანის დასახელება – ბევრი ისეთი რამ, შეიძლება, გახდეს საჯარო, რაზეც ახლა და არც არასოდეს საუბარი ნამდვილად არ გაწყობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნიკა გვარამიამ ძალიან კარგად იცის, რატომ ჰქონდა მასთან პრობლემა ჯერ კიდევ 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში.

„ძალიან კარგად იცის, რატომ ჰქონდა ჩემთან პრობლემა ჯერ კიდევ 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში და რატომ „ჩაგვხსნა“ მე და ხაბე ეთერებიდან. ჩემი საჯარო ინტერვიუები, ჩემი პოზიციები და პოსტები გილაურთან დაკავშირებით არსებობდა მაშინაც – იმ დროს, როცა „გირჩი“ გილაურზე საერთოდ არ საუბრობდა და როცა სწორედ მე მაჩუმებდნენ.

მაგრამ ახლა სხვა რამ მაინტერესებს. გვარამია ამბობს, გილაურთან იმ ადამიანმა მიიყვანა, რომელიც დღესაც „ნაციონალურ მოძრაობაშია“. ჰოდა, ნიკა, თუ ამას საჯაროდ ამბობ, დაასახელე ეს ადამიანი. ვინ არის ის, ვინც გილაურთან მიგიყვანა? თუ არ იტყუები, ამის თქმის გამბედაობაც უნდა გეყოს. მე ვიცი, ვის გულისხმობ. და ისიც ვიცი, რატომ შეიძლება, ძალიან ცუდ ბუმერანგად დაგიბრუნდეს ამ ადამიანის დასახელება – ბევრი ისეთი რამ, შეიძლება, გახდეს საჯარო, რაზეც ახლა და არც არასოდეს საუბარი ნამდვილად არ გაწყობს.

მაგრამ რადგან ეს ამბავი თავად გამოიტანე საჯარო სივრცეში, პასუხისმგებლობაც შენზეა. დაასახელე ადამიანი, ვინც, შენი თქმით, გილაურთან მიგიყვანა („ნაცმოდან“). თუ არ დაასახელებ, ორიდან ერთი გამოდის: ან იტყუები, ან ამ ადამიანის დასახელება გეშინია. ორივე შემთხვევაში – ძალიან სუსტად ჩანხარ. გელოდები, ნიკა. დაასახელე, თორემ მერე მე გკითხავ საჯაროდ.

P.S. „მთავარი“ რატომ დაიხურა – ეგ ცალკე საჯაროდ გასარჩევი ამბავია“, – წერს ანა წითლიძე.

პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სააკაშვილი თავად იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი გილაურის ფიგურის პოლიტიკურ ველზე გამოსვლის.

"აგზავნიდა მეგობრებს, თავისას და გილაურისასაც, ჩემი ინფორმაციით, სწერდა წერილებს. სააკაშვილის მიერ მიგზავნილებში ჩემი მეგობრებიც არიან და ერთადაც ვყოფილვართ გილაურთან. ვეჭვობ, ძალიან გაუჭირდებათ ამის უარყოფა. მეტიც, ციხიდან ახალგამოსულს, ჩემით ნამდვილად არ გამხსენებია გილაური, რომლის პოლიტიკით ხელახლა დაინტერესების შესახებ არაფერი მსმენოდა. გილაურთან მისივე ინიციატივით და სააკაშვილის პარტიის წევრის და იმ დროისთვის მისთვის ყველაზე მეტად სანდო ფიგურის შუამავლობით აღმოვჩნდი“.