საქართველოში აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება, - ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, ემი დიაზი, რომელიც აშშ-ის ელჩის მოვალეობას ასრულებდა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდა.

"მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ აშშ-ის საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი ჩამოვიდა. ემი დიაზი დაუბრუნდა მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოზიციას“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.