საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას ეხმაურება.

"ევროკავშირი გმობს ამ შაბათ-კვირას ბათუმსა თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებს, მათ შორის ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაკავებას.

უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. უკანონო ქმედებებში მონაწილე პირებს პასუხი უნდა მოეთხოვოთ“, – წერს ანიტა ჰიპერი სოციალურ ქსელში.