"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ცოტნე კობერიძე, რომელიც რუსთაველზე აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს.

მისი თქმით, დაკავების შემდეგ გაჩხრიკეს, სცემეს და ტელეფონი წაართვეს.

კობერიძის თქმით, დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან მისი სადეპუტატო მანდატი ჯერ გაუქმებული არ არის.

ამასთან, როგორც ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, სპეცრაზმმა დღესაც ბევრი ადამიანი დააკავა.