ეს არის გამიზნული ქმედებები, რომ საქართველო არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მსოფლიოსგან იყოს იზოლირებული და ამ იზოლაციაში გვამყოფონ, - ამის შესახებ ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მალე საბჭოთა კავშირის პერიოდის წესებსაც შემოიღებს "ქართული ოცნება".

"ეს არის გამიზნული ქმედებები, რომ საქართველო არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მსოფლიოსგან იყოს იზოლირებული და ამ იზოლაციაში გვამყოფონ. არ არის გამორიცხული, რომ ერთ დღეს საბჭოთა კანონებიც შემოიღონ და არ გაგვიშვან საქართველოდანაც, მათ სძულთ ყველა. 

პარალელურად უნდა ვიფიქროთ იმაზეც, როგორ წარმოგვიდგენია შემდეგი ნაბიჯები.  

ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ თვალწინ ნადგურდება ყველაფერი ის, რასაც საქართველომ დიდი გაჭირვებით მიაღწია ბოლო ათწლეულში და მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა. ჩანასახის მსგავსი დემოკრატია და თავისუფლება იყო, რომელიც ნადგურდება და სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი, როგორც ჩანს, ამას მიესალმება, რადგან აი, ამ ნაგავში თვითონ გაიზარდა და ფიქრობენ, რომ ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა.

რაც შეეხება განათლების რეფორმას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ინსტიტუციების მოსპობაზე მუშაობს ეს "ქართულ ოცნებას" რომ უწოდებს თავს, ის ჯგუფი. ისინი რეფორმასაც ვერ ჩაატარებენ, მათ მხოლოდ აკრძალვა შეუძლიათ, მიზანი კი არის ის, რომ განადგურდეს თავისუფალი კერები, რომ რაც შეიძლება დიდი გავლენა იქონიონ ახალგაზრდობაზე და სტუდენტობაზე", - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.