არ არსებობს ფორმატი, სადაც დღევანდელი ადმინისტრაცია საქართველოს ხედავს და ეს არის ამ რეჟიმის პირდაპირი დამსახურება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც დონალდ ტრამპს ჰქონდა შეხვედრა შუა აზიის ქვეყნებთან, სადაც საუბარი იყო შუა აზიის განვითარებაზე, საქართველო იმ მაგიდასთანაც არ იჯდა.

"ის, რომ ჰელსინკის კომისია ყურადღებას გვაქცევს და რაღაც რეგულარობით ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს განიხილავს, ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ტრამპის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან სრულიად იგნორირებულია დღევანდელი ჩვენი დე ფაქტო ხელისუფლება.

იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საუბარია სამხრეთ კავკასიაზე და ე.წ. ზანგეზურის კორიდორზე, იქ ჩვენ საერთოდ თამაშგარე ვართ დატოვებული. როდესაც ტრამპს ჰქონდა შეხვედრა შუა აზიის ქვეყნებთან, იქ საუბარი იყო შუა აზიის განვითარებაზე და საქართველო იმ მაგიდასთანაც არ იჯდა. არ არსებობს ფორმატი, სადაც დღევანდელი ადმინისტრაცია საქართველოს ხედავს და ეს არის ამ რეჟიმის პირდაპირი დამსახურება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.