მიადგებიან მათ, ვინც ვერც კი წარმოიდგენს, რომ ამ რეპრესიებში მოჰყვებიან, მაგალითად, კალაძე და სხვებიც უახლოეს ხანებში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარალელურად, ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის ჩასანაცვლებლად ემზადება.

"ეს დაპირისპირება კობახიძე-ღარიბაშვილს შორის 2015 წლის იანვარში დაიწყო, როცა კობახიძემ "ოცნებაში" შემოდგა ფეხი. მოსალოდნელიც იყო, რომ კობახიძე დაითანხმებდა ივანიშვილს ამ შიდა რეპრესიების დაწყებაზე, თუმცა მაინც ბევრი ვფიქრობდით მიადგებოდნენ თუ არა ყოფილ პრემიერს. მიადგნენ და ეს ნიშნავს იმას, რომ მიადგებიან სხვებსაც. სხვები შეიძლება იყვნენ მათ შორის ისინიც, ვინც ვერც კი წარმოიდგენს, რომ ამ რეპრესიებში მოჰყვებიან, მაგალითად, კალაძე და სხვებიც უახლოეს ხანებში.

"ოცნებაში" ერთმანეთს ცოცხლად ჭამენ, ეს არის "ოცნების" ბუნება და არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. მე მინდა ვთქვა, რა ხდება "ოცნებაში" და რატომ -  პირველი ისაა, რომ კობახიძემ და ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ დღეს ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ. ამ საყოველთაო სოციალური გაჭირვებიდან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ნაწილმა, ვინც მოწყვლადია და პროპაგანდას ექვემდებარება აღიქვას, რომ ნახეთ, რა ხდება - სამართლიანობის აღდგენააო, მეორე მხრივ, კობახიძე იმზადებს პედესტალს იმისთვის, რომ ჩაანაცვლოს საბოლოოდ ივანიშვილი, ივანიშვილის შემცვლელი დღეს კობახიძეა, რუსეთმა მასზე გააკეთა უკვე მთავარი აქცენტი და ის უკვე კობახიძეს ეყრდნობა", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის, სუსის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და მასთან დაკავშირებული სულ 8 პირის საცხოვრებელი ბინების, სახლებისა და პირადი ჩხრეკები ჩატარდა. ამოღებულია სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა.