"ევროპის უნივერსიტეტის“ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და სტუდენტური სერვისების მიმართულებით ვიცე-რექტორი რაულ ქირია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის - „Milky Way Scientific Journal“ (აშშ) სარედაქციო საბჭოს წევრი გახდა.

"Milky Way Scientific Journal (MWSJ)“ არის საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც აერთიანებს მკვლევრებს და პროფესორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჟურნალი ხელს უწყობს გლობალურ თანამშრომლობას, ინოვაციური იდეების გავრცელებას და საინტერესო სამეცნიერო კვლევების გამოქვეყნებას.

რაულ ქირია ვიცე-რექტორის პოზიციას "ევროპის უნივერსიტეტში“ 2025 წლიდან იკავებს. იგი ამასთანავე არის "ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებული ასოცირებული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.