მე არც ის გამიკვირდება და არის შანსი, რომ წავიდეს გარიგებები და ღარიბაშვილმა არც არაფერი აღარ თქვას, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი არ არის ის ფიგურა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილთან რაიმე ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა აქვს.

"ქართულ ოცნებას" უკვე სათავედან ასდის ცუდი სუნი. სასაცილოდ საქმე ნამდვილად არავის არ გვაქვს, როგორც არ უნდა განვითარდეს ეს მოვლენები, იმისდა მიუხედავად. პირადად მე, საერთოდ არანაირი ინტერესი არ მაქვს, რა გაგრძელება ექნება ღარიბაშვილისა და ივანიშვილის "დაპირისპირებას" - ამ სიტყვასაც ვერ ვამბობ, იმდენად წარმოუდგენელი მგონია, რომ ღარიბაშვილი, შესაძლოა, ისე გამამაცდეს ერთ მშვენიერ დღეს, რომ რამე წინააღმდეგობა გაუწიოს ივანიშვილს.

ბიძინა ივანიშვილი არის ამ სახელმწიფოს მტერი, ეს ხელისუფლება არის ჩემი სახელმწიფოს დამანგრეველი და ჩამომქცევი და სულ არ მაინტერესებს, ღარიბაშვილს და კობახიძეს შორის რომელი ირაკლი გაიმარჯვებს იმიტომ, რომ არცერთი ირაკლი არ არის ჩემი სახელმწიფოსთვის რამის გამკეთებელი. მე არც ის გამიკვირდება და არის შანსი, რომ წავიდეს გარიგებები და ღარიბაშვილმა არც არაფერი აღარ თქვას", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს, რომ დღეიდან, მასზე და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას.