"ქართულ ოცნებაში" რომ ვიყავი, ლაქად არ მიმაჩნია ეს, იმიტომ, რომ ბოლომდე რამდენიმე ადამიანთან ერთად დავიხარჯე იმისათვის, რომ ყოფილიყო ნორმალურობა თავიდანვე. ეს, საუბედუროდ, არ გამოვიდა, - ამის შესახებ "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წევრმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის ახლა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებაა მთავარი.

"ჩემთვის ეს არის ერთიანი ხედვა საქართველოს დღევანდელ უმთავრეს საჭიროებებთან დაკავშირებით, რომ დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი და დავასრულოთ საქართველოში უსამართლო მმართველობების ციკლი.

"ქართულ ოცნებაში" რომ ვიყავი, ლაქად არ მიმაჩნია ეს, იმიტომ, რომ ბოლომდე რამდენიმე ადამიანთან ერთად დავიხარჯე იმისათვის, რომ ყოფილიყო ნორმალურობა თავიდანვე. ეს, საუბედუროდ, არ გამოვიდა და ვის გამო არ გამოვიდა, ვინ აგებს პასუხს? როგორც ჩანს, ბევრი რამ კიდევ ითქმება", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.