ოთხი პარტიის იქით თუ გავიხედავთ, მგონია არსებობენ პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა ბორის ჩელე ყურუამ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ არ უნდა დახატოს არჩევნებში მონაწილეობა ან არმონაწილეობა რაიმე პრობლემის მოგვარების მთავარ გზად.

"ოთხი პარტიის იქით თუ გავიხედავთ, მგონია არსებობენ პარტიები, რომლებიც ამბობენ, რომ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში.

მე მოლოდინებთან მაქვს პრობლემა. ჩვენ არ უნდა დავხატოთ არჩევნებში მონაწილეობა ან არმონაწილეობა რაიმე პრობლემის მოგვარების მთავარ გზად იმიტომ, რომ ამ რეჟიმს არ უშველის არც მონაწილეობა და არც არმონაწილეობა. ისიც არ უნდა ვთქვათ, რომ მონაწილეობას მივიღებთ ისე, რომ არაფერი არ შეიცვლება ჩვენ შევძლებთ, რომ რეჟიმი ჩამოვშალოთო და ისიც არ უნდა ვთქვათ, რომ ბოიკოტს თუ გამოვუცხადებთ, ეს იმხელა პრობლემა იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან გაიქცევა და ჩვენ გამარჯვებას ჩავიწერთ. ნებისმიერი რამ, რასაც გავაკეთებთ, უნდა იყოს ახსნადი. პოლიტიკური პარტიების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება ინდივიდუალურია, მთავარია, რასაც გადაწყვეტენ, აუხსნან თავიანთ ამომრჩეველს", - განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.