რეპრესიები არის საჯაროდ დაანონსებული იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვართ ისეთ ეტაპზე, რომ "ქართული ოცნება" არც მალავს, რომ საჯარო სამსახურებში დაიწყებოდა პოლიტიკური წმენდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი პლატფორმის “საქართველოს ევროპული ორბიტას” დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული სისტემაა.

"განათლების სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული სისტემაა, ყოველთვის ასე იყო. განსაკუთრებით დამძიმდა ვითარება 2020 წლის შემდეგ, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს მაშინ სუსის მიერ დამუშავებული ინფორმაცია, როგორ ხდებოდა საჯარო სკოლების დირექტორების, რესურსცენტრის ხელმძღვანელების და სისტემაში დასაქმებული პირების შეფასება პოლიტიკური ნიშნით და შემდეგ სწორედ პოლიტიკური ნიშნით დაიწყო წმენდა. 

ეს რეპრესიები არის საჯაროდ დაანონსებული იმიტომ, რომ ჩვენ უკვე ვართ ისეთ ეტაპზე, რომ "ქართული ოცნება" არც მალავს, რომ საჯარო სამსახურებში დაიწყებოდა პოლიტიკური წმენდა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.