"შემაწუხებელი და დამამწუხრებელია ნახვა, რომ ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი ერთ ინდივიდს: ბიძინა ივანიშვილს", - ამის შესახებ შეერთებული შტატების პოლიტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ ბასი საუბრობს.

მის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

როგორც რაუფოღლუ წერს, ბასი აცხადებს, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, "როდესაც მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა იმ ვალდებულებების შესასრულებლად, რომლებიც წევრობას მოჰყვება, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების დაცვას“.