დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს და ჩემი ინფორმაციით, აღძრულიც არის, - ამის შესახებ “ ნაციონალური მოძრაობის” ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"რეჟიმი უბადრუკია, მას არ შესწევს არც იმის უნარი, რომ გაუმკლავდეს კრიმინალს. კობახიძის და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს რასაც ვუსმენ, ფაქტია, რომ ამზადებენ ნიადაგს, რომ მაგალითად, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრან, იქ გომელაური არ მოსწონთ.  

მე მახსოვს, გომელაური პარლამენტში რომ მოდიოდა, ბატონი მათიკაშვილი ფეხებს უკოცნიდა და ახლა თურმე, აღმოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" ყოფილი წარმომადგენლები რაღაცაში არიან გახვეულები. ასე გადაყლაპა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი ლოიალური წარმომადგენლები, საკუთარი მსახურები და კიდევ უფრო გადაყლაპავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს და ჩემი ინფორმაციით, აღძრულიც არის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.