ივანიშვილმა მის განცხადებაში აღნიშნა, რომ პირველი ოქტომბერიც, როგორც 26 მაისი და 9 აპრილი მისია, მაგრამ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" დღე მხოლოდ 25 თებერვალია. დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად 25 დღეში, 26 ოქტომბერს დავასრულებთ ამ 12-წლიან სამარცხვინო ისტორიას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის სპიკერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დადგა.

"ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" ქართველი ხალხის ნების შესაბამისად ხელისუფლება მშვიდობიანად არჩევნების გზით გადააბარა. საზოგადოებას, რომლებსაც „ქართული ოცნების“ სჯეროდა ეს ოცნება კოშმრად ექცა. ბიძინა ივანიშვილის დაპირებებით მოტყუებული მხარდამჭერების, გულშემატკივრების, ამომრჩევლების უმრავლესობა დღეს კარგად იაზრებს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი არის ქართული სახელმწიფოებრიობის მთავარი საფრთხე და პრობლემა. ივანიშვილმა დღეს განაცხადა ვციტირებ "რომ არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველა მიკერძოებული ადამიანი იტყვის, 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო, 2012 წლის შემდეგ ეს გაუარესდა". მისი მხრიდან საკითხის ამ სახით დასმა უბრალოდ ენით აღუწერელი უტიფრობაა. ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან ბიძინა ივანიშვილის სახელმწიფო პოლიტიკა იყო ურთიერთდაპირისპირება და საზოგადოებაში შუღლის გაღვივება. ეს ყველაფერი მოიაზრებდა პოლიტიკურ დევნას, რაც საკუთარ თავზე ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილმა განიცადა, რომელიც დღემდე პოლიტიკურ ტყვეობას ებრძვის. 12 წლის თავზე ჩვენ გყავს ხელისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ტოვებს იზოლაციაში. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომლის უმაღლესი მაღალჩინოსნები დასანქცირებულები არიან ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მიერ. გვყავს სანქცირებული პროკურატურა, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მეგობარს მტრად გვიცხადებს, ხოლო მტერს - ბატონად. საყდრისის აფეთქების შემდეგ ივანიშვილის მხრიდან კულტურის სფეროს გაჯანსაღებასთან დაკავშირებით საუბარი უბრალოდ უტიფრობაა, რომელსაც თან ერთვის ქართული ქრისტიანული სიმბოლოს გელათის უმოწყალოდ დატბორვა. ჩვენ 12 წლის თავზე მივიღეთ ქვეყანა, სადაც უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდების 52% უმუშევარია, სადაც გაუფასურებულია ლარის კურსი. ქვეყანა, სადაც ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს, სადაც 400000 პენსიონერზე მეტს აქვს ევროპაში ყველაზე მაღალი სესხის პროცენტი. საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დადგა. ბიძინა ივანიშვილი შეეხო მთავარს, ჩვენი ქვეყნის იდენტობასა და სუვერენიტეტს. ჯერ მიიღო "რუსული კანონი“, ხოლო უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ღიად დაიწყო საუბარი საოკუპაციო რეჟიმების დამოუკიდებლად აღიარების პროცესზე და მოითხოვა ბოდიშის მოხდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში ანგრევდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას.

და ბოლოს, მინდა ვთქვა, რომ დღევანდელ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ როგორც 26 მაისი და 9 აპრილი, ისე პირველი ოქტომბერიც მათია. ივანიშვილის და "ქართული ოცნების“ დღე მხოლოდ 25 თებერვალია. დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად 25 დღეში, 26 ოქტომბერს დავასრულებთ ამ 12-წლიან სამარცხვინო ისტორიას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ