"ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი. ლევან ხაბეიშვილის დაკავება ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს -  რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ 4 ოქტომბერს ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ იმდენი. როგორც ლევან ხაბეიშვილი ამბობდა 4 ოქტომბერს იქნება მშვიდობიანი რევოლუცია!“ - ამის შესახებ „ერთიანობა“- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

"6 საათზე სასამართლო სხდომა არ ჩანიშნულა, ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური პროცესი. როგორც ჩანს ე.წ. მოსამართლეს საგულდაგულოდ არჩევდნენ, იმიტომ, რომ სამართლისგან და სამართლებრივი საფუძვლებისგან თავიდან ბოლომდე დაცლილია ეს საქმე. სჭირდებოდათ მორიგი ზონდერმოსამართლე, რომელიც მათ ნებისმიერ დაკვეთას შეასრულებს. ეს პროცესი, ეს პოლიტიკური პროცესი ჟანდარმერიის მიერ დატყვევებულ ლევან ხაბეიშვილზე გადაწყვეტილება, ეფუძნება ერთადერთ რამეს - რომ 4 ოქტომბრის აქცია არ შედგეს, მაგრამ უნდა ესმოდეთ, რომ 4 ოქტომბერს ვიქნებით ძალიან ბევრი, ჯერ რომ არ ვყოფილვართ იმდენი ხალხი, რისიც ეშინიათ - სთავაზობდა ლევან ხაბეიშვილი 200000 დოლარს? ჩვენც ვთავაზობთ ყველა 200000 დოლარს, არ შეცვლილა პირობა. ამბობდა ეს ადამიანი მშვიდობიან რევოლუციას და მშვიდობიან დამხობას? დიახ 4-ში აუცილებლად იქნება მშვიდობიანი რევოლუცია და რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა. დაგვიჭირონ, გაგვასამართლონ.

ერთ რამეს უნდა მიხვდნენ, ყველა რომ დაგვიჭირონ ქართველი ხალხი აპირებს, რომ მშვიდობიანად დაამხონ, ამიტომ პოლიტიკური პროცესები - რა მოხდება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს - ამაზე, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინები არ გვაქვს. მოლოდინი გვაქვს ერთი, რომ დღესაც ბევრი ვიქნებით რუსთაველზე და 4-ში ვიქნებით ძალიან ბევრი, რომ ბიძინა ივანიშვილი უბრალოდ ამ ქვეყნიდან გაიქცეს თავის რუსებთან ერთად", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.