“რომელმა მოსამართლემაც გამოსცა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება, იგივე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, აღკვეთ ღონისძიებაზე. ეს არის პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა”, - წერს ნაციონალური მოძრაობის იურისტი ლაშა ტყეშელაძე სოციალურ ქსელში.

“რომელმა მოსამართლემაც გამოსცა ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე განჩინება, იგივე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, აღკვეთ ღონისძიებაზე. ეს არის პირდაპირ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. ევრო სასამართლოს პრაქტიკით, აღნიშნული არის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის დარღვევა, რომელიც გულისხმობს სამართლიან სასამართლოს”, - წერს ლაშა ტყეშელაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 18:00 საათზე ჩაინიშნა.