დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევიბისთვის სასანქციო სიაში 4 პირი დაამატა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ეს პაკეტი მიმართულია ქართველ მაღალჩინოსნებზე.

"დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანის უფლებების დარღვევიბისთვის სასანქციო სიაში 4 პირი დაამატა. ეს პაკეტი მიმართულია ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების (2020 წლის რეგულაციის თანახმად) ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.

სანქცირებულთა სიაში არიან შალვა ბედოიძე, მირზა კეზევაძე, კარლო კაციტაძე, გიორგი გაბიტაშვილი.