დროებითმა საგამოძიებო კომისიამ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო გენერალურ პროკურატურას მიმართა.

ნიკა მელია დღეს, 11 აპრილს იყო დაბარებული საგამოძიებო კომისიაზე, თუმცა არ გამოცხადდა. 

კომისიაზე არგამოცხადება ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღევანდელ კომისიაზე ასევე დაბარებული იყვნენ ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე. ამავე საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა გივი თარგამაძე.