"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სევდია უგრეხელიძე MMA-ის მებრძოლს გიორგი ქართველიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, თავს სასაცილოდ ნუ აიგდებს, რადგან მისი თქმით, ახალი მოძრაობის შექმნით, მას “ქართული ოცნება“ “ამასხარავებს".

უგრეხელიძის თქმით, ქართველიშვილი ეცოდება, რადგან ფიქრობს, რომ მას ეს გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიაღებინეს და მას ცუდად იყენებენ.

"მე ძალიან მეცოდება ეს ქართველიშვილი, მომეჩვენა, რომ ის ზეწოლის ქვეშ იყო და მას ეს გააკეთებინეს, უთხრეს და რაღაცნაირად უბიძგეს ამისკენ. ცუდად იყენებენ მას და ეს შეიძლება მისთვის კარგად არ დამთავრდეს და მერე ძალიან ინანოს. სირცხვილია ეს, ჩემო გიორგი ქართველიშვილო, რასაც თქვენ ბრძანებთ, ვინაიდან თქვენი მუშტის არ გვეშინია, მე რისი უნდა შემეშინდეს, ამწუთას რომ ვიხუმრო, ჩამარტყა მუშტი და მომკლა, როგორ ფიქრობ, მეშინია ამისი? ეს იქნება ჩემთვის ძალიან სასურველი სიკვდილი და შესანიშნავი დასასრული. არავის თქვენი არ ეშინია, სასაცილოები ნუ იქნებით, “ქართული ოცნება“ თქვენ გამასხარავებთ, ტაკიმასხარებად გამოყავხართ. ჟურნალისტები რომ გეკითხებიან საქართველოს ისტორიაზე, სწორი კითხვაა, ისინი უყურებენ თქვენ განათლების დონეს, თქვენ ინფორმირებულობას, ნუ იხდით თავს სასაცილოდ", - განაცხადა უგრეხელიძემ "ტვ პირველის" ეთერში.

MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,  რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ახალი მოძრაობა დააფუძნა.

მებრძოლი აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.