მმართველ პარტიას უნდა მთელი ძალაუფლება. მას არ სურს გაყოფილი ქვეყნის შერიგება, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს რუსეთის ხელში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება.

"მმართველ პარტიას უნდა მთელი ძალაუფლება. მას არ სურს გაყოფილი ქვეყნის შერიგება. საქართველოს ერთადერთი გლობალური ომის პარტიის - რუსეთის ხელში ჩავარდნის საფრთხე ემუქრება“, - წერს მიხაილ როთი.